NATALIYA TARASEVYCH  - ნატალია ტარასევიჩიმთავარირეგისტრაზიაშესვლა
NATALIYA TARASEVYCH  MAESTRA N.T ნატალია

NATALIYA


მოგესალმებით სტუმარი | RSS
საიტის მენიუ

ჩვენი გამოკითხვა




სტატისტიკა

ონლაინში მთლიანად : 1
სტუმრები : 1
მომხმარებლები : 0



                                                        
                                                        Created by Aleo Flash Banner Maker

 ნატალია ტარასევიჩი - სოპრანო    



დაბადებული უკრაინაში.
განათლება : უმაღლესი.
პედაგოგიური ინსტიტუტი, ჩერნიგოვი. 1991წ.
1998-2002 კიევის სახელმწიფო კონსერვატორია,
სსრკ-ს სახალხო არტისტების გალინა ტუფტინასა და ნიკოლაი კონდრატიუკის ვოკალურ კლასში.
2002- 2003 მილანის (იტალია) მუსიკალური სკოლა, ვოკალის კლასი,
დაარსებული 1891წ.
2003-2008 რეჯო-ემილიას სახელმწიფო კონსერვატორია (იტალია)
ვოკალის კლასი : ვოკალის პროფესორი,სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი, ყოფილი "ARENA DI VERONA", " TERME DI CARACALA DI ROMA" თეატრალური დირექტორი, დღესდღეობით მონტეკარლოს სიმფონიური ორკესტრის თეატრალური დირექტორი, რომში კარაკალას ღია ფესტივალზე სამ ტენორთა:ლუჩანო პავაროტის, პლაჩიდო დომინგოსა და ხოსე კარერასის  გალა კონცერტის ორგანიზატორი მაურო ტრომბეტა.

მასტერი :
2007 მსოფლიო ვარსკვლავ, სოპრანო გენა დიმიტროვასთან აბიგაილის პარტიის (ნაბუქო,ჯ.ვერდი) მომზადება კარაკალაში დებიუტისათვის,რომი.
2006 სოპრანო რიტა პატანესთან ვოკალურ - ტექნიკური სრულყოფილება.

კვალიფიკაცია :
საოპერო კლასიკური სიმღერის ვოკალისტი - სოლისტი, ვოკალის პედაგოგი.
6/06/2007 საოპერო სააგენტო “IUMA MANAGMENT”-ის სოლისტი, რომი, იტალია.

ჯილდოები :
2003 წლის მაისში, ენრიკო კაროზოს VI -ე ახალი საოპერო ხმების ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის  " კარუზოს პრემიის 2003 “ მფლობელი, მილანი, იტალია.
პრეზიდენტი რობერტო ნეგრი, ტენორები ლუიჯი ალვა და პიერ მირანდა ფერარო.
დირიჟორები ჯიან პაოლო სანძონიო და ჯიაკომო ძანი.
პრემიები გადასცეს მირელა ფრენიმ და ნიკოლაი გიაუროვმა.
21-25/2003 - როერო,(იტალია) ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი,
ჟიურის პრეზიდენტი სოპრანო მაგდა ოლივიერო.
2003 - ალკამოს (პალერმო) ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი,
დიპლომანტი. ჟიურის პრეზიდენტი სოპრანო გენა დიმიტროვა.

პროფესიონალურ - პედაგოგიური გამოცდილება 


13/12/2003 - ვალ სუზა იტალია, მუსიკალური ფესტივალი.
17 /03/2005 რომის საოპერო თეატრი, ოპერა “CAVALLERIA RUSTICANA” – PIETRO MASCAGNI, მსოფლიოში აღიარებულ მომღერლებთან ერთად როგორებიცაა: ტენორი, ჯუზეპე ჯაკომინი და ბარიტონი, ამბროჯო მაესტრი


ინტერნეტ ბმული იხილეთ :
Teatro di Roma.Cavaleria Rusticana.  

 

26/07/2007 - TERME DI CARACALA DI ROMA, ღია ფესტივალი, აბიგაილი - ოპერა ნაბუქო,ჯ.ვერდი. ზაქარია,ბანი,მსოფლიო საოპერო ვარსკვლავ სამუელ რამეისთან ერთად, ნაბუქო კი დღევანდელობის ცნობილ ბარიტონი ჯიოვანი მეონი



ინტერნეტ ბმული იხილეთ :

CORRIERE DELLA SERA -Giornale, Italia. გაზეთი

ვიდეო : ნატალია ტარასევიჩი, აბიგაილი,ოპერა ნაბუქო,ჯ.ვერდი Salgo Gia.ღია ფესტივალი, კარაკალას ამფითეატრი.რომი.


4-6 /4/2008  "FONDAZIONE ARENA DI VERONA"- ოპერა  ATTILA- G.VERDI როლი - ოდაბელა. ათილას როლში თანამედროვეობის ცნობილი ბულგარელი ბანი ორლინ ანასტასოვი, ასევე კასტში მყოფი ცნობილი სოპრანო მარია გულეგინა....



ინტერნეტ ბმული იხილეთ : 
Sito Ufficiale Arena di Verona. საიტი - არენა დი ვერონა
 


2012-2014 - სასწავლო წელი, ქ.ნოვარას (იტალია) უმაღლესი მუსიკალური სრულყოფილების კოჩიას სახელობის ინსტიტუტის, ვოკალის პედაგოგი,ვოკალური დახელოვნების უმაღლესი სრულყოფილების კათედრის გამგე, პროფესორი.



 

                                                                                                             

 

საიტში შესვლა

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

საიტის მეგობრები
  • http://www.culture.gov.ge
  •  http://www.teatroallascala.org
  • http://www.arena.it

  • ყველა უფლება დაცულია ©2015 ნატალია ტარასევიჩი. შექმნა P.S GROUP
    19:44 ხუთშაბათი 2024 www.wsa.ge